Apple-ის ახალი პროდუქციის პრეზენტაცია

 31/08/2015

Apple-ის ახალი პროდუქტის განახლების პრეზენტაცია გაიმართება სან ფრანცისკოში 9 სექტემბერს. არის ვარაუდები იმის შესახებ, რომ საუბარი იქნება iPhone 6S და 6S Plus-ზე.  ახალი iPhone 6C უფრო მეგობრული, ფერადი გარეკანით შესაძლოა უფრო იაფი ღირდეს, ასევე ახალი  TV მოწყობილობა და შესაძლოა ახალი  iPads -- თუმცა, ეს შეიძლება ოქტომბრისთვის გადაიდოს. 

Apple-ის ტრადიციული ღონისძიების პირდაპირ ეთერში ყურების საშუალებას ამჯერადაც “UG Lemondo Trainings” უზრუნველყოფს  და გიწვევთ  9 სექტემბერს 21:00 საათზე საქართველოს უნივერსიტეტის მე-4 კორპუსის 519 აუდიტორიაში.

მოწვევა საკმაოდ  მხიარულია და გაფორმებული შემდეგი სიტყვებით:  'Hey Siri, Give Us A Hint'.

თუკი თქვენ ამ კითხვას Siri-ს შეეკითხებით, ის გიპასუხებთ “რომ ჩვენ მხოლოდ უნდა მოვიცადოთ 9 სექტემბრამდე”

ნავარაუდებია, რომ ახალApple TV -ს ექნება ჩაშენებული Siri - თუმცა, აჯობებს მოვიცადოთ და უკეთ გავიგებთ.

iPhone 6S  ექნება გაუმჯობესებული 12 მეგაპიქსელიანი კამერა, და ყველა ის პროგრამული დამატება , რომელიც iOS 9-ს ექნება ივნისში გამოცხადებული ინფორმაციის მიხედვით.

უფრო დაწვრილებით გაეცანით:

http://www.stuff.tv/me/news/apples-iphone-6s-reveal-event-officially-dated-9-september#OJQOeGsgI10XDQHa.99

 

Copyright © UG Lemondo Trainings 2015