ჩვენ Apple-ის პარტნიორები ვართ!

 26/06/2015

ჩვენ Apple -ის ოფიციალური პარტნიორები ვართ.

კომპანია „Lemondo-ს მხარდაჭერით და პარტნიორობით „საქართველოს უნივერსიტეტი გახდა პირველი ქართული საგანმანათლებლო ინსტიტუტი, რომელმაც მოიპოვა Apple iOS University Developer Program-ის წევრობა და ლიცენზია

აღნიშნული პროგრამის მეშვეობით, საქართველოს უნივერსიტეტს (შესაბამისად UG Lemondo ტრენინგ ცენტრს) საშუალება ეძლევა სტუდენტებს ასწავლოს iOS აპლიკაციების დეველოპმენტი iOS SDK-სა და სხვა Apple ტექნოლოგიების გამოყენებით.

პროგრამა გათვლილია მხოლოდ იმ უმაღლეს სასწავლებლებზე, რომლებიც აპირებენ iOS დეველოპმენტის კურსების ინტეგრირებას საუნივერსიტეტო პროგრამებში (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა).

შეგახსენებთ, რომ კომპანია „Lemondo“ და „საქართველოს უნივერსიტეტი“ არიან „UG Lemondo ტრენინგ ცენტრის“ დამფუძნებლები, შესაბამისად მათი ყველა წარმატება აისახება ჩვენი ტრენინგ ცენტრის განვითარებაზე.

 

ჩვენ ვამაყობთ მიღწეული წარმატებებით.

Copyright © UG Lemondo Trainings 2015