Apple WWDC - წარდგენილი სიახლეები

 09/06/2015

UG Lemondo-ს ტრენინგ ცენტრის და საქართველოში მაკის მომხმარებელთა ჯგუფს ორგანიზებით ჩატარდა Apple World Wide Developer Conference-ის (WWDC) ტრასლაციის ჩვენება, რომელიც გაიმართა საქართველოს უნივერსიტეტში. ჩვენებას დაესწრნენ Apple-ის ქართველი მომხმარებლები. როგორც ვიცით WWDC ან Worldwide Developers' Conference, Apple წლიური კალენდარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, სადაც Apple ყოველთვის წარმოგვიდგენს ახალი პროდუქტებს: iOS და OS X ახალ ვერსიებს, ასევე, ახალ ტექნიკას (მათ შორის, ახალ Macs, და შესაძლოა, ახალ iPads).
ამ სტატიაში ჩვენ წარმოგიდგენთ იმ სიახლეებს რაც გამოცხადდა WWDC 2015.

WWDC 2015: Apple წარმოგვიდგენს Apple Music-ს

Apple-მა, როგორ იქნა წარმოგვიდგინა მუსიკალური სერვისი “Apple Music” და დააკმაყოფილა მომხმარებელთა ხანგრძლივი მოლოდინი :).

 ის ხელმისაწვდომი იქნება iTunes OS X და Windows, iOS და Android (შემოდგომაზე) მომხმარებლებისთვისაც კი. მომსახურება საშუალებას გვაძლევს გაავრცელოთ და გადაცეთ ყველაფერი რაც ხელმისაწვდომია iTunes-ზე.

 

WWDC 2015 წარადგინა: OS X El Capitan

Apple-მა ასევე წარომგვიდგია OS X უახლესი ვერსია სახელად El Capitan, განახლება, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ფუნქციების შესრულებაზე.

რაც შეეხება ახალ თვისებებს, დაემატა ახალი ჟესტები, რომელიც მოიცავს swiping-ს ელ-ფოსტის წასაშელად, გაუმჯობესებულია Spotlight ძიება მოძრავი ფანჯრებით, ასევე თქვენ შეგიძლიათ Safari-ში დაპინოთ პოპულარული საიტები.

იგი ასევე გთავაზობთ SplitView (Aero Snap Windows 8-ის მსგავსია) და სხვა ფანჯრის მოსაწყობ ფუნქციებს, რათა  დაგეხმაროთ OS X-სა და Spaces Bar-ის ორგანიზებაში, რათა უფრო მარტივი იყოს თქვენთვის რამდენიმე დესკტოპის შექმნა და მართვა.

 

WWDC 2015 წარადგინა: iOS 9

iOS 9 ახალი თვისებების შემოთავაზების ნაცვლად აძლიერებს არსებულ თვისებებს. მაგალითისთვის განვიხილოთ Siri - Apple-მა განაცხადა, რომ Siri გასული წლის განმავლობაში   გახდა 40 პროცენტით უფრო სწრაფი და ამუშავებს მილიარდზე მეტ მოთხოვნას კვირაში.

 iOS 9, Siri უფრო კონტექსტურია და იგებს თქვენს ჩვევებს, რათა გახადოს თქვენი iOS გამოცდილება უფრო მარტივი. უსმენთ მუსიკას, როდესაც გსურთ მუშაობიდან განტვირთვა? Siri დააფიქსირებს ამას და როდესაც თქვენ შეაერთებთ ყურსასმენებს ერთსა და იმავე დროს დღის განმავლობაში, ის ავტომატურად გახსნის მუსიკის აპლიკაციას.

ის ასევე გააუმჯობესებს თქვენი iPhone-ის ბატარეის ხანგრძლივობას. ეს არ არის ყველაფერი, Apple-მა  წარმოადგინა ბატარეის დაზოგვის რეჟიმი, რომელიც ხურავს არაარსებით, უმნიშვნელო მახასიათებლებს და ამით საშუალებას აძლევს თქვენს iPhone-ს იმუშაოს კიდევ სამი საათის განმავლობაში.

iOS 9 ასევე ითვალისწინებს  მრავალამოცანიან რეჟიმს iPad-სთვის. ეს საშუალებას გაძლევთ გაყოთ აპლიკაციები iPad-ის ეკრანზე, იმ თვისებების მსგავსად რომლებიც  ხელმისაწვდომია Windows და ზოგიერთი Android ტაბლეტებზე. ის ასევე ითვალისწინებს ჩაშენებულ trackpad-ს ეკრანულ კლავიატურაზე, რომელიც ხელმისაწვდომია ორი თითის კლავიატურაზე დაჭერით.

 

გაიგეთ გაეშვება თუ არა iOS 9 თქვენს iPhone/iPad-ზე

http://www.macworld.co.uk/feature/iosapps/will-my-ipad-or-iphone-be-able-run-ios-9-upgrade-wwdc-3521184/

 

WWDC 2015 წარადგინა: WatchOS 2

ახლად წარმოდგენილ WatchOS 2 არის  Apple Watch-ის ახალი ვერსია, რომელიც არის უფრო სწრაფი, ის ხელმისაწვდომი იქნება შემოდგომაზე.

აპლიკაციას შეეძლება დაუკავშირდეს მიკროფონსა და აქსელერომეტრს, დაუკრა აუდიო ჩაშენებული დინამიკების მეშვეობით.  HomeKit ასევე ხელმისაწვდომი იქნება  Apple Watch-ზე Siri-ის მეშვეობით.

 

TimeTravel არის ახალი ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ ნახოთ მომავალი ღონისძიებები / ამინდის პროგნოზი თქვენს საათზე Digital Crown-ის  გამოყენებით.  WatchOS 2 ასევე საშუალებას დეველოპერებს დაამატონ ჩვეულებრივი ვიჯეტები და ჩვეულებრივ გაუშვან აპლიკაციები  საათზე.

Copyright © UG Lemondo Trainings 2015