Apple World Wide Developer Conference

 08/06/2015

UG Lemondo-ს სატრენინგო ცენტრი და საქართველოში მაკის მომხმარებელთა ჯგუფი გიწვევთ ორშაბათს, 8 ივნისს, 20 საათზე Apple World Wide Developer Conference-ის (WWDC) ტრასლაციის ჩვენებაზე, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება.

დასწრება თავისუფალია.

კონფერენციაზე კომპანია უახლეს პროგრამულ უზრუნველყოფას და სხვა ახალ პროექტებს წარუდგენს საზოგადოებას. შარშანდელ ღონისძიებაზე კომპანიამ iOS 8, OS X Yosemite და ახალი პროგრამული ენა Swift წარმოადგინა. წელს დეველოპერები, ძირითადად, სისტემურ განახლებას ელიან Apple-ისგან, თუ რა თქმა უნდა რაიმე სიურპრიზი არ აქვს ჩაფიქრებული.

 

კონფერენციას ტრადიციულად წარუძღვებიან აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის ვიცე-პრეზიდენტი კრეიგ ფედერიგი და ინტერნეტ პროგრამული უზრუნველყოფის ვიცე-პრეზიდენტი ედი ქუ.

მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, 519 საკონფერენციო დარბაზი. კოსტავას ქ. 77ა (გიორგი სააკაძის მოედანი)

Copyright © UG Lemondo Trainings 2015