iOS საზაფხულო სკოლის ჯგუფი დაკომპლექტდა

 05/05/2015

“UG Lemondo trainings” წარმოადგენს “საქართველოს უნივერსიტეტისა” და ბაზარზე წამყვანი კომპანიის "Lemondo"-ს ერთობლივ მობილური აპლიკაციების ტრენინგ-ცენტრს, რომელიც დეველოპერებს შესთავაზებს სრულყოფილ სასწავლო კურსებს iOS-ისა და Android-ის პროგრამირების მიმართულებით. UG Lemondo-ს ტრენინგ-ცენტრი სწავლების თვალსაზრისით უნიკალურია, რადგან პროცესში ერთდროულად ერთვება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ლიდერი დეველოპერული კომპანია.

სწავლება ორიენტირებულია საბაზრო მოთხოვნებზე და მსურველებს აძლევს არამხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული განათლების მიღების შესაძლებლობას. UG Lemondo ტრენინგ ცენტრის ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. UG Lemondo ტრენინგ ცენტრი გთავაზობთ „iOS საზაფხულო სკოლას“, რომელიც გაგრძელდება 3 თვე და მოიცავს: ორთვიან ინტენსიურ სასწავლო კურსს iOS-ის დაპროგრამებაზე (კვირაში ორსაათიანი 3 შეხვედრა, ივნისი-ივლისი) ანაზღაურებად ბიზნეს ამოცანებზე მუშაობის ერთთვიან პერიოდს (აგვისტო) კურსს გაუძღვებიან სფეროს წამყვანი პროფესიონალები. თითოეულ ჯგუფთან (მაქსიმუმ 10 ადამიანი) იმუშავებს ლექტორი და ინსტრუქტორი, თეორიული ცოდნისა და პრაკტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით. კურსის ღირებულება - 950 ლარი. 
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
გიორგი ყანჩაველი (599947047, kanchagio@gmail.com)
UG Lemondo სატრენინგო ცენტრის მენეჯერი

Copyright © UG Lemondo Trainings 2015