კურსის მიმოხილვა


 შესავალი კურსი Game Development-ში

თუკი გიყვართ თამაშები და გსურთ ისწავლოთ თუ როგორ უნდა შექმნათ საკუთარი თამაში, მაშინ ეს კურსი სწორედ, რომ ისაა საიდანაც უნდა დაიწყოთ. კურსის განმავლობაში გაეცნობით Game Development-ის ძირითად თავისებურებებს. ისწავლით თუ როგორ შექმნათ საკუთარი ვიდეოთამაშები სტანდარტული Game Development-ის ხელსაწყოებით, როგორიცაა Unity3D ძრავა და C#.

 

მოთამაშიდან  Game დეველოპერამდე

თქვენ მიხვდებით რომ თამაშზე მეტად, სასიამოვნო და საინტერესო მათი შექმნაა, თქვენ შეძლებთ შექმნათ მარტივი თამაშები.  ყველაფერი რაც თქვენგანაა საჭირო ესაა: დრო, მონდომება და სურვილი იმისა რომ ისწავლოთ და შექმნათ. შემოგვიერთდით !

================

კურსის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ჩატარდება საჯარო ლექცია, რომელზეც გაეცნობით ტრენერს და მიიღებთ კურსთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას.

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიმართება Game Jam, სადაც როგორც კურსის მონაწილეები ასევე მოწვეული მსურველები ორი დღის განმავლობაში შექმნიან თამაშს.

============= 

ტრენინგი მოიცავს:

  1. საწყისებს ალგებრასა და ფიზიკაში 
  2. 3D მოდელირების საწყისებს
  3. Unity Engine-ის საწყისებს - ინტერფეისი, თამაშის ობიექტები, კომპონენტები, რესურსები
  4. პროგრამირების საწყისებს:
    4.1 მონაცემთა ტიპები, ცვლადები, არითმეტიკული ოპერაციები
    4.2 ოპერატორები, ციკლები
    4.3 მასივები და ფუნქციები
  5. პროგრამირება Unity-ში, სპეციფიკა, თამაშის ობიექტების და კომპონენტების მართვა კოდით
  6. თამაშის ელემენტები: ფიზიკა, ინტერფეისი, აუდიო სისტემა
  7. Git-ის საწყისები - გუნდური მუშაობა, პროექტის მართვა

კურსი მოიცავს:

       ორთვიან ინტენსიურ სასწავლო კურსს (კვირაში საათნახევრიანი 3 შეხვედრა)

 

==================================================================

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

სრული კურსის ღირებულება შეადგენს 450 ლარს.

15%-იანი ფასდაკლება ჯგუფებზე, რომელიც გათვილია ორგანიზაციებზე (კომპანია, უნივერსიტეტი, სკოლა), რომლებიც გამოუშვებენ მინიმუმ 4 მონაწილეს.

კურსის მონაწილე რომელიც გადაწყვეტს შესავალი game დეველოპმენტში კურსის შემდეგ გააგრძელოს სწავლება game  დეველოპმენტის advance კურსზე, მიიღებს სპეციალურ პირობებს.

კურსდამთავრებლები გაწევრიანდებიან UG Lemondo Trainings Alumni Club -ში და შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ ჩვენს ლაბში.

=====================================================================

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

contact@trainings.edu.ge

მარიამ ჯოგლიძე

599 637 947

 

  კურსის დეტალები




დასახელება:  Game Development
რეგისტრაციის დედლაინი:  2016-05-22
კურსის დაწყება:   2016-05-23
ხანგრძლივობა:  2 თვე
შეხვედრები:   კვირაში 3 ჯერ 2 საათი
ენა:  ქართული
ღირებულება:  450 GEL
კურსის წამყვანი ინსტრუქტორები

დასრულებულია

Copyright © UG Lemondo Trainings 2015